четверг, 12 марта 2009 г.


ხაჭაპური ნიშნავს ხაჭოიან პურს.იგი ქართული სუფრის ერთ–ერთი აუცილებელი ნამცხვარია და მის მოსამზადებლად აუცილებელია ვიცოდეთ შემადგენელი მასალის–ცომის და ყველის გულსართის დანიშნულების და გამოცხობის წესი.საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარ ხაჭაპურს აცხობენ:–არსებობს იმერული, რაჭული, აჭარული, ფშაური,ოსური და ა.შ. სხვა სახით ცხვება როგორც ჰაერ ღუმელში, ასევე კეცსა და ტაფაზე. იგი შეიძლება მოვამზადოთ საფუარიანი, ფენოვანი და სხვასახის ცომი. მივცეთ ნებისმიერა ფორმა:მრგვალი, კვადრატული, ოვალური, შეიძლება იყოს ღია ან რახურული
მოძიებული რეცეფტები და ზოგიერთი მათგანის მოძიების შესახებ.

1)წყალი გავათბოთ, გავხსნით შიგ საფუარი ფქვილი მოვზილოთ ცომი. აფუების შენდეგ ცომი ამოვაგუნდალთ, დავიყოვნოთ გავაბრტყელოთ ერთი თითის სიბრტყეზე ზედ კვერცხში არეული ყველის გუნდა დავდოთ ნახევრად მოუკრათ თევი და ფრთხილად გავაბრტყელოთ დავდოთ ტაფაზე შევდგათ ჰაერ ღუმელში ან კეცზე გამოსაცხობათ.
იმერული ხაჭაპყური კეცებს შუა
მოვზილპთ ჩვეულებრივა საფუარიანა ცომი დავჭრათ 6–7 ნაწილად ამოვაგუნდაოთ გავაბრტყელოთ დავაყაროთ წმინდათ დაფშვნილი ყველი, მოუკრათ თავი და კიდევ გავაბრტყელოთ. ცეცხლზე გავახუროთ თიხის კეცები 6 კეცზე დავდოთ 6 ცალი გაბრტყელებული ცომი ზევიდან დავახუროთ გაცხელებული კეცი შევდგათ ერთი მეორეზე და გამოვაცხოთ.
მასალად საჭიროა პურის ფქვილი 1კგ
იმერული ყველი 600გრამი
საფუარი 2–3კოვზი.


მაწვნიანი ხაჭაპური
მოვზილოთ ცომი მაწვნითა და კვერცხით. დავდოთ 1-2სთ–ით ასაფუებლად. შემდეგ დავყოთ 5-6 ნაწილად, ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ, ჩავყაროთ შიგ დაფშვნილი ოდნავ მარილიანი ყველი, მოვუკრათ თავი და შევდგათ ჰაერღუმელში ან გამოვაცხოთ კეცებში. უმჯობესია ძროხის ოდნავ მარილიანი ყველი. თუ ყველი მარილიანია, დავჭრით თხელ ნაჭრებად და ჩავყაროთ ცივ წყალში გამოცხობამდე 3-4 სთ–ით ადრე წყალი ხშირად გამოუცვალეთ. საბოლოოდ ყველი გავწუროთ.
მასალა საჭიროა: პურის ფქვილი –1კგ
მაწონი – 2ჩ/ჭ
კვერცხი – 2 ცალი
ყველი–700-800 გრ,


ოსური ხაჭაპური (ხაბიზგინა)

მოვზილოთ ჩვეულებრივი, საფუარიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. ამოვაგუნდაოთ, გავბრტყელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ახალი ყველი და მოვუკრათ თავი. ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავდოთ ერბო და გამოვცხოთ ხაჭაპური ორივე მხრიდან შეწითლებამდე.
მასალა საჭიროა: პურის ფქვილი –700 გრ.
ყველი – 400 გრ.
ერბო – 300 გრ

სულგუნის ხაჭაპური

მასალა საჭიროა.: 350გრ.– პუტის ფქვილი
მაწონი – 1ჩ/ჭ
კვერცხი – 3ცალი
სულგუნი – 500გრ
ერბო – 100გრ
მოვზილოთ ცომი ზემოთ ჩამოთვლილი მასალისაგან. მხოლოდ კვერცხის ცილა ცალკე ავთქვიფოთ და ავურიოთ აფუების შემდეგ. სულგუნი დავჭრათ გრძელი და ბრტყელ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ამ ცომში და ორივე მხრიდან შევწვათ ტაფაზე ერბოში.

ფშავ–ხევსურული ხაჭაპური

მასალა საჭიროა: ყველი – 1კგ.
პურის ფქვილი – 2ჩ/ჭ
ერბო – 300გრ

ფშავ– ხევსურული ხაჭაპური მზადდება შემდეგნაირად: ჭყინტ ყველს დაფშვნიან, შეაზელენ 300 გრ კარაქსა და ჩაყრიან ქოთანში, რომელიც დადგმულია ცეცხლის პირას. შიგვე ჩაყრიან ფქვილს და ზელენ განუწყვეტლივ დიდი ხის კოვზით, ერთი საათის დაზელვის შემდეგ თეფშებზე ანაწილებენ.
ცხელ ხაჭაპურთან მიიტანენ ცივ რძეს.